22 წლის ქორეოგრაფი ანი ჯავახი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ბევრისთვის კი საყვარელი და მისაბაძი მოცეკვავეა. მას "ინსტაგრამზე" 263 ათასი, ხოლო "ტიკ-ტოკზე" - 210 ათასი გამომწერი ჰყავს და, შესაბამისად, მისი სტილის, პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ მუდმივად ისმის კითხვები. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ახალგაზრდა ქორეოგრაფის თმის ფერი - როგორც თავად განმარტავს, 16 წლიდან თმას მუდმივად წითლად იღებავს.
რამდენიმე დღის წინ ანი ჯავახმა ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან ბევრი კომპლიმენტიც დაიმსახურა: „ბუნებრივი თმის ფერიც როგორ გიხდება“, „ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო ხარ“, „საერთოდ არ შეცვლილხარ“ - უწერენ მას კომენტარებში.
ასაკის მატებასთან ერთად, ანი ჯავახის სტილიც შეიცვალა. როგორც "ინსტაგრამის" პოსტებსა და სთორებში ჩანს, მოცეკვავე უპირატესობას სპორტულ სამოსს ანიჭებს.
მიუხედავად ამისა, ის კლასიკურ სტილსა და ქუსლიან ფეხსაცმელსაც ხშირად ირგებს და ფოტოებს საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" აქვეყნებს.
2016 წელს ანი ტელეშოუ „ნიჭიერში“იღებდა მონაწილეობას და გამომწერებს სცენიდანაც უზიარებდა ფოტოებს.
მოცეკვავე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მისი ცეკვის ვიდეო მომღერალმა ქარდი ბიმ ატვირთა. გარდა ქარდი ბისა, ანი ჯავახის ვიდეო გააზიარა ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა კრის ბრაუნმაც.
როგორც ანი ჯავახი ამბობს, ცეკვა 4 წლის ასაკში ქართული ნაციონალური ცეკვის შესწავლით დაიწყო. სამოყვარულო დონეზე კი სამეჯლისო ცეკვასაც ეუფლებოდა. 15 წლისა კი ჰიპ-ჰოპით მოიხიბლა და მასი კარიერაც სწორედ აქედან დაიწყო. ახლა მას საკუთარი სტუდია აქვს და პატარებს საკუთარ გამოცდილებას აქტიურად უზიარებს.
ამის პარალელურად, ანი არ ივიწყებს გულშემატკივრების რამდენიმეათასიან არმიას და ექსტრავაგანტური, განსხვავებული სტილითა და ფოტოებით მათ მუდმივად ანებივრებს.