"ორსულობის დროს საათობრივად ვიკვებებოდი, 5 კილომეტრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას..." - სოფო შევარდნაძე - Marao

"ორსულობის დროს საათობრივად ვიკვებებოდი, 5 კილომეტრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას..." - სოფო შევარდნაძე

2021-04-14 22:36:49+04:00


მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა:

"დედობისთვის წიგნებით უნდა მოემზადო თუ ინტუიციურად?

მე მჯერა, რომ ყველა უნარ-ჩვევა თავისით მოდის პრაქტიკაში, ტექნიკურიც და თეორიულიც.

ეს ისეა, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი - რამდენიც უნდა ისწავლო თეორია, მაინც გზას ნულიდან იწყებ, როცა მუშაობას შეუდგები. პრაქტიკულად სწავლობ საქმეს, შეიცნობ საკუთარ თავს და სტილს.

ასევე ვარ დედობის შემთხვევაში.

ორსულობის დროს რეჟიმზე გავაკეთე აქცენტი: საათობრივად ვიკვებებოდი და მეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ყოველდღე დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ველაპარაკებოდი პატარას.

იხილეთ სრულად