ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე ახალ ოჯახურ ფოტოებს ავრცელებს. მარიამმა მეუღლესთან ერთად, ბათუმის ფონზე, დიდი თაიგულით ხელში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა.
"უზომოდ მიყვარხარ ჩემო სიხარულო" - წერს მარიამი ფოტოს ქვეშ.
მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურობით მუდამ გამოირჩევა, ის გამომწერებს თავისი ოჯახური ფოტოებით ხშირად ანებივრებს. მარიამი გარეგნობასა და ოჯახურ, თბილ იდილიაზე კომენტარებს აქტიურად იღებს.
მარიამის მეუღლე, მეზღვაურია, დავითი წლის განმავლობაში რაღაც დროით ზღვაში გადის და როდესაც ბათუმში ბრუნდება, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ფოტოების გადაღებაზე უარს არასდროს ამბობს.
როგორც ფოტოდან ჩანს, მარიამს დავითმა დიდი წითელი, ტიტების თაიგული აჩუქა და წყვილმა ბავშვებთან ერთად კიდევ ერთი თბილი ფოტო დადეს.
მოდელის გამომწერები, ხშირად მარიამის ჩაცმულობაზე საუბრობენ, გოგონას გრძელი შარვლები მოსწონს და შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირი სტილის შარვლების კოლექციაც კი აქვს.
წელში გამოყვანილი და ქვევით გაშვებული შარვლები ფეხს უფრო გრძელს და გამხდარს აჩენს და ოჯახური ფოტოებისთვის მარიამი ამ ფორმის შარვალს ირჩევს ხოლმე.
ფოტოებიდან ჩანს, რომ მარიამი არც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე ამბობს უარს და მასში თავს კომფორტულად გრძნობს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>