ინფლუენსერები და მეგობრები ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი სტამბულში ისვენებენ, გოგოები ერთად შესანიშნავ დროს ატარებენ და სოციალურ ქსელში ზღაპრული დასვენების სურათებს აქვეყნებენ.
მარიამი და ანანო სტამბულს რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ, თურქეთში უკვე თბილი ამინდებია და ინფლუენსერები შესანიშნავ დროს ატარებენ.
როგორც ჩანს, გოგონებმა მოგზაურობაში საღამოს ფერადი კაბებიც წაიღეს და სტამბულის ცნობლ ადგილებში საოცარი ფოტოები გადაიღეს.
ანანოს "დრეს თბილისის" საგაზაფხულო, მწვანე კაბა ძალიან უხდება. მარიამმა, კი თურქულ მოგზაურობაში "დრეს თბილისის" ვარდისფერი ფრიალა სარაფანი მოირგო.
კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებამდე ინფლუენსერები კახეთს და საქართველოს სხვადასხვა ლოკაციას ესტუმრნენ, ახლა კი უცხოეთის ჯერიც დადგა.
ანანომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილ თურქ მსახიობთან ქერემ ბურსინთან გადაღებული ფოტო დადო. როგორც ჩანს, თურქეთში გოგონები ცვილის მუზეუმს ესტუმრნენ.
სტამბულის ქუჩებში გოგონებმა ფეხბურთიც ითამაშეს, "ველოდებით თურქეთის გუნდებიდან შემოთავაზებებს" - წერს მარიამი "ინსტაგრამზე".
მარიამი და ანანო უკვე წლებია მეგობრობენ, ისინი "ინსტაგრამზე" ერთად ხშირად ჩანან და მათი მეგობრობა ბევრისთვის სამაგალითოც კი არის.