ცნობილი წყვილების დაშორების ისტორიები ყოველთვის ხდება საჯარო განხილვისა და განსჯის საგანი. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება ორი ადამიანის პირადი ამბებით, დეტალებითა და სკანდალებით. პარადოქსია, მაგრამ, როცა ოჯახის დანგრევის მოტივი ღალატია, მიზეზი კი კაცია, ხალხი ამას უფრო რბილად და უმტკივნეულოდ აღიქვამს, თუმცა საკმარისია მოღალატის როლში ქალი აღმოჩნდეს, მისი გაკრიტიკებისა და განსჯისთვის სიტყვები საკმარისი არასდროს იქნება.
რუსული მედია woman.ru ვარსკვლავებზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ქეთა თოფურიაც მოხვდა.
ქეთა თოფურია
კარიერის მანძილზე მომღერალი, A’Studio-ს სოლისტი ქეთა თოფურია ყურადღების ცენტრში ოჯახური ამბებით ყველაზე ნაკლებად ექცეოდა. ის საკუთარ პირად ცხოვრებას არასდროს ასაჯაროებდა. ორი წლის წინ კი ცნობლი გახდა, რომ იმ დროისთვის ურთიერთობაში მყოფ ქეთას რომანი ჰქონდა. როგორც გაირკვა, ის შვებულებას ერთ-ერთ კუნძულზე ალექსეი დოლმატოვთან, იგივე გუფისთან ერთად ატარებდა. მომღერალმა, რომელიც 2013 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე დაქორწინდა, უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქეთა თოფურიამ მისი და ალექსეი დოლმატოვის ურთიერთობა თავად გაასაჯაროვა.
ჰაიდი კლუმი
სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი და მომღერალი სილი დიდი ხნის განმავლობაში იდეალურ წყვილად ითვლებოდნენ. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე და ერთმანეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ეს იდილია 2012 წელს დასრულდა, როცა ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა ისინი შვილების გამო მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გულშემატკივრებისა და ფანებისთვის გაურკვეველი იყო, რა მიზეზით შეიძლებოდა ამ იდეალური წყვილის დაშორება. საიდუმლოს კი მომღერალმა ახადა ფარდა და TMZ-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სუპერმოდელმა მას უღალატა - „ამას ჰაიდისგან არ ველოდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი“ - ამბობდა სილი.
ჯენიფერ ლოპესი
როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესს მოცეკვავეები ყოველთვის იზიდავდნენ. რეპერ P. Diddy-სთან დაშორების შემდეგ მომღერალმა ურთიერთობა კრის ჯადისთან დაიწყო და წყვილმა მალევე იქორწინა. ბედნიერება კი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ჯენიფერმა „საბედისწერო“ ფილმის გადაღებაზე ბენ აფლეკი გაიცნო. საქმიანი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სასიყვარულო რომანში. რეპერთან ქორწინების ცხრა თვის თავზე ჯენიფერ ლოპესმა განქორწინება მოითხოვა. ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ქორწილი, რომელიც წინასწარ იყო ჩანიშნული, რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა, მიზეზად კი ამ დღისადმი საზოგადოების განსაკუთრებით მაღალი ინტერესი დასახელდა.
ბრიტნი სპირსი
2000-იანი წლების დასაწყიში ბრიტნი სპირსისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის წყვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ, როგორი კაბით მივიდოდა ის საკურთხეველთან, თუმცა, მოულოდნელად, ბრიტნიმ შეხვედრა მოცეკვავე უეიდ რობინსონთან დაიწყო. თავად უარყოფდა ამ ფაქტს და ამბობდა, რომ ახალ ურთიერთობას არ აპირებდა. ჯასტინ ტიმბერლეიკმა საყვარელი ქალის ღალატის შესახებ რთულ დროს გაიგო, როცა მისი ბენდი დაიშალა და სოლო-კარიერის დაწყება მოუწია.
მადონა
მადონას ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი თანაცხოვრება ბრიტანელ რეჟისორ გაი რიჩთან 2008 წლამდე ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა მადონამ მოულოდნელად მოითხოვა მასთან განქორწინება, მიზეზად კი განსხვავებული შეხედულებები დაასახელა. ამის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს სხვა კაცი შეუყვარდა და ეს არც ქმრისთვის დაუმალავს. მადონას რჩეული ფეხბურთელი ალექს როდრიგესი გახდა. ამ რომანის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა სწორედ როდრიგესის მეუღლემ გაიგო, რომელმაც ქმრის მიერ მადონასათვის გაგზავნილი რომანტიკული წერილი იპოვა და წაიკითხა, როგორ უხსნიდა ის ვარსკვლავს სიყვარულს.
ჯესიკა სიმპსონი
ერთი შეხედვით, ჯესიკა სიმპსონისგან ღალატი და ტყუილი წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც კი არის, თუმცა ნიკ ლაშესთან ორწლიანი ქორწინების შემდეგ მან ქმარს Maroon 5-ის სოლისტ ადამ ლევინთან უღალატა. ნიკ ლაშეს ღალატის შესახებ მაშინვე არ გაუგია, რადგან ჯესიკა რომანს კარგად მალავდა. წყვილმა განქორწინების შესახებ განცხადება 2005 წელს გააკეთა.