მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე უკვე 34 კვირის ორსულია. ანკამ სულ ცოტა ხნის წინ ორსულობის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ულამაზესი ატმისფერი კაბითა და პიჯაკით კამერის წინ იპოზიორა. ანკას ორსულობა არ ეტყობოდა. ტელეწამყვანი შესანიშნავ ფორმაშია და დიდხანს მისი ორსულობა საზოგადოებამ ვერც შენიშნა. ახლა მსახიობს მუცელი გამოეკვეთა და შესანიშნავ ფორმაშია.
ანკა უკვე მეორე შვილის მოლოდინშია, მსახიობს ორსულობა ძალიან უხდება და ახალმა ფოტოებმა "ინსტაგრამის" მის გვერდზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
გაზაფხულის ფოტოსესია ანკას ატმისფერ კაბასა და სადა სტილს ზუსტად შეესაბამება. ანკას გულშემატკივრები პატარას დაბადებას ელოდებიან.
ანკა საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. მსახიობმა პროექტში გაიმარჯვა და ტელეეკრანებზე აქტიურად გამოჩნდა. რაღაც პერიოდი ანკა ორსულობაზე არ საუბრობდა, თუმცა მუცლის გაზრდიდან მან მალევე ეს სიახლე გაასაჯაროვა.