უმშვენიერესი ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი სამსახურეობრივი ვიზიტით დუბაის ესტუმრა. მოდელი დუბაიში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და ცისფერი ცისა და ფანტასტიკური ზღვის ფონზე ფოტოებიც გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილი გახდა, ნინიმ მუშაობა HD Fashion&lifestyle-ზე დაიწყო და დუბაიში ჟურნალისტის ამპლუაში ჩავიდა. ნინი "ინსტაგრამზე" ბოლოს გამოქვეყნებულ სურათში მიკროფონით არის და ალბათ, მალე მოდელს, ინტენრეტ მედიასა ან ტელევიზიაში ვიხილავთ.
ორი დღის წინ ნინიმ სოციალურ ქსელში თვითმფრინავიდან გადაღებული "ინსტარამსთორი" დადო, მოდელი თავიდან ამ სიახლეს საიდუმლოდ ინახავდა, დუბაიში ჩასვლის შემდეგ კი ახალი სამსახური და ზღაპრული ვიზიტი გამომწერებსაც გაუზიარა.
ნინის თეთრი შარვალი და მწვანე პიჯაკი ძალიან უხდება. კლასიკურ-აკადემიური სტილს მოდელი ყოვეთვის შესანიშნავად ირგებს.