ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა. ანასტასიას დახვეწილი, კლასილკური სტილი აქვს. თოფურიძე უმეტესად შავი ფერის სამოსსა და დაბალ ქუსლიან ფეხსაცმელებს ირგებს. უმშვენიერესი მოდელი, ორი შვილის დედაა და კვლავ საოცრად გამოიყურება. ანასტასია ვიზუალიდან გამომდინარე ყველანაირ სამოსს უპრობლემოდ იხდენს.
როგორც ჩანს, მოდელს ბრენდული სამოსი მოსწონს, ანასტასიას გარდერობში ცნობილი დიზაინერების ჩანთები და ფეხსაცმელები ინახება.
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ამ სურათში ანასტასიას Burberry-ის ქუსლიანი, საგაზაფხულო ფეხსაცმელი აცვია.
ფეხსაცმლის ღირებულება 650 დოლარია, რაც 2242 ლარს უდრის.
მოდელი ხშირად მუქი ფერის ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას. ანასტასიას ამ სურათში Gucci-ის ცნობილი მოდელის საზაფხულო ფეხსაცმელები აცვია.
ფეხსაცმლის ფასი 825 დოლარია, რაც დაახლოებით 2800 ლარს უდრის.
მოდელს "ინსტაგრამზე" რამდენიმე სურათში Balenciaga-ს შავი, კალსიკური მოდელის კეპი ახურავს, ქუდს ანასტასია საზაფხულო ლუქებს მშვენივრად უხდენს.
ქუდის ღირებულება 380 დოლარია, რაც 1300 ლარია.
ანასტასიას გარდერობში, J'ADIOR-ის ყველაზე გაყიდვად მოდელსაც შევხვდებით, საზაფხულო "სანდლები" თოფურიძეს ორსულობის დროს ხშირად ეცვა.
ფეხსაცმლის ფასი ლარებში 5000 ლარს აღწევს. ეს ფეხსაცმელი ამ ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დახვეწილი მოდელია.
რომელი ქალის გარდერობში არ მოიძებნება შავი ფერის ჩანთა, რა თქმა უნდა, ბრენდულ ჩანთებს ანასტასიასთანაც აუცილებლად შეხვდებით. მოედლს Chanel-ის ჩანთა უჭირავს. რთულია ამ ბრენდის ზუსტი მოდელის ამოცნობა, თუმცა სურათის მიხედვით, ეს მოდელი 5000 დოლარის ღირებულების კლასიკური შავი "შანელის" ჩანთაა.
თუ მოდელი ზუსტია და ანასტასია ამ ჩანთას ატარებს, მაშინ მისი ღირებულება ლარებში 19 000 ლარს აღწევს.