ტელესახე მაია ასათიანი "ინსტაგრამ სთორის" მეშვეობით ხშირად აზიარებს ყოველდღიურ კადრებს გულშემატკივრებისთვის. ამჯერად მაიამ ვიდეო ზღვისპირეთიდან გამოაქვეყნა.
"ბედნიერება მართლა არჩევანია", - დაწერა მაიამ.
მოგვიანებით კი ტელესახემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცთან ხელი აქვს ჩაკიდებული.
მაიამ ფოტოზე კომენტარების დაწერის ფუნქცია გათიშა, შესაბამისად, მისი გულშემატკივრები ვერ დაუსვამენ კითხვას, თუ ვისი ხელი გამოაქვეყნა მან. როგორც ჩანს, ტელესახე შეყვარებულია, თუმცა ჯერჯერობით რჩეულის ვინაობას არ ასახელებს.
მაიას შავი ფერის საცურაო კოსტიუმი ძალიან მოუხდა და როგორც ფოტოებში ჩანს ტელესახე იდეალურ ფორმაშია.