„კარგი იყო სააღდგომო დასვენება“ - ქეთი ხატიაშვილმა უქმეები დავით კაჭარავასთან ერთად წინანდალში გაატარა

„კარგი იყო სააღდგომო დასვენება“ - ქეთი ხატიაშვილმა უქმეები დავით კაჭარავასთან ერთად წინანდალში გაატარა
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების" დეპუტატი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან. წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებსა და ვიდეოებს. ისინი ერთად ვარჯიშობენ და ხშირად დასასვენებლადაც ერთად დადიან.


როგორც ჩანს, მათ სააღდგომო უქმეებიც ერთად, წინანდლის ერთ-ერთ ელიტურ სასტუმროში, „რადისონში“ გაატარეს და ფოტოები გამომწერებსაც გაუზიარეს: „კარგი იყო სამდღიანი სააღდგომო დასვენება. ხვალიდან ვინ უბრუნდება საქმიანობას?“ - წერს ქეთი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე".

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დავით კაჭარავამ და ქეთი ხატიაშვილმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მზიანი ამინდის ფონზე
აუზთან, საცურაო კოსტიუმებით პოზირებაც მოახერხეს. „ბევრი ლამაზი ფოტო გადამიღო ჩემმა დამ, მაგრამ ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო! როგორც მიხვდით, შუა პროცესში - მოფრინავს“ - წერს ტანმოვარჯიშე ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში.

ქეთი ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი დაშორებულები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და, როგორც ქეთი ამბობს, თავს ერთად კარგად გრძნობენ. დაშორების დეტალებსა და მიზეზებზე წყვილი ხმამაღლა არ საუბრობს. ქეთის და დავითს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კეთილ სურვილებსა და კომპლიმენტებს წყვილის მიმართ არასდროს იშურებენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტომა
კარგი წყვილია
11:01 / 06-05-2021
გამოხმაურება / 1 /
ნინო
ბედნიერები იყავით♥️♥️
18:10 / 07-05-2021
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93