მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, აქტუალური გახდა მისი წონაც. როგორც გაირკვა, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ 3 თვეში 24 კილოგრამი დაიკლო. ნიკა მელიამ საზოგადოებას თავისი კვების რეჟიმის შესახებაც უამბო. როგორც აღნიშნა, იკვებებოდა დღეში ერთხელ და მხოლოდ წვნიანებით.
მედიაში უკვე გაჩნდა ტერმინი - “მელიას დიეტა“. ცნობილი სახეები, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახალისო შეფასებასაც აკეთებენ. უმრავლესობას კი, წონაში დაკლების მოტივით, ციხეში ყოფნის სურვილი გაუჩნდა.
“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - წერს თამარ ლეკვეიშვილი “ფეისბუქზე“.
“დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის“ - წერს საპასუხოდ კობა ბარათელი.
“რამე ჯგუფურზე წავიდეთ...
მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ...
10 კილო მინდა და რა მუხლი მიუდგება ნეტა?..“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.