მომღერალი თიკა ჯამბურია "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი სილუეტი ჩანს. თიკა გოგონებს სხეულის ფორმების შესახებ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, ყველა გოგონა ულამაზესია, მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.
"თქვენი სხეული ულამაზესია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სილამაზის გამოგონილ სტანდარტებს. სტანდარტები სტანდარტული ხალხისთვისაა, მთლად რომ არ დაიბნენ ცხოვრებაში. სინამდვილეში ნებისმიერი ფორმა სამყაროში იმსახურებს აღტაცებას. მთავარია, თქვენი ჰარმონიული კავშირი იგრძნობოდეს თქვენს “არქიტექტურასთან”. მაშინ ყველაფერი მშვენიერი და სულიერი ხდება, სავსე აურით, დადებითი ენერგეტიკით. თქვენს სიმყუდროვეს შემდეგ ნებისმიერი სხვა შეაფარებს თავს სიამოვნებით."