მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე 30 წლის გახდა. ის უკვე ორსულობის 39-ე კვირაშია, თუმცა საკმაოდ აქტიურია და მეგობრების გარემოცვაში დაბადების დღეც მხიარულად აღნიშნა. ანკამ წვეულების ფოტოები და ვიდეოები საკუთარ გამომწერებსაც გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ მას არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის რუსკა მაყაშვილი, თინათინ წულაძე და მაკო კვიტაიშვილიც ესტუმრნენ.
ანკას დაბადების დღეზე შავი ორეული ეცვა და, როგორც მისი გამომწერები აღნიშნავენ, შესანიშნავად გამოიყურებოდა: „ლამაზი გოგოები“, „რა მაგარი ფოტოებია“ - წერენ მსახიობის გულშემატკივრები.
როგორც ჩანს, ანკას დაბადების დღე ბაია დვალიშვილმა, რომელიც მას ბებიად ეკუთვნის, სცენიდან მიულოცა. „მოიხსენი პირბადე და აჩვენე ყველას, როგორ ჰგავხარ ბებიას“ - უთხრა ანკა ვასაძეს ბაიამ. სცენაზე ასულმა იუბილარმა ცრემლები ვერ შეიკავა.
ანკა ვასაძე საზოგადოებამ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. ის პარტნიორთან, ოთო ფოლადაშვილთან ერთად, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ანკა ვასაძე დიდი ქართველი მსახიობების, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის, შთამომავალია. ის ცნობილი წინაპრების გზას აგრძელებს და თავადაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.