ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია. რუსას ცხოვრების გზა საინტერესო დეტალებით არის სავსე, რომელიც "მარაოს" მკითხველისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
35 წლის მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
17 წლის ასაკში რუსამ პირველი სიყვარული იპოვა და მალევე გათხოვდა. მისი რჩეული არჩილ სახვაძე იყო. რუსამ დაოჯახების შემდეგ სამხატვრო აკადემია დაასრულა და პირველი შვილის დედაც გახდა. არჩილსა და რუსას თაზო შეეძინათ, რამდენიმე წელში კი ნასტიაც გაჩნდა.
აკადემიის დასრულების შემდეგ რუსა 3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა.
ჩაჩუას მეორე მეუღლე კომპანია "კაპიტალ ვოსტოკის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დიმა ნაფეტვარიძე გახდა. დიმა და რუსა 2014 წლიდან ერთად ცხოვრობენ და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველ შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თაზო სპორტსმენია, ფეხბურთს თამაშობს და სოციალურ ქსელში გამოჩენა დიდად არ უყვარს.
როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, დიმას კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან. წყვილი პანდემიის დაწყებამდე აქტიურად მოგზაურობდა. რუსას თქმით, დიმა ის ადამიანია, რომლის გვერდითაც მოდელი თავს პრინცესად გრძნობს. ბედნიერება წყვილს მართლაც რომ ერთი შეხედვით ეტყობა.