საქართველოს მუსიკალურ პროექტ "ვოისის" ახალი გამარჯვებული ჰყავს. ულამაზესი მომღერალი მაგდა ივანიშვილი საზოგადოებამ უკვე გაიცნო. მომღერალს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და მის მოგებას ყველა ელოდა.
როგორც მაგდას გუნდის ხელმძღვანელმა სტეფანე მღებრიშვილმა აღნიშნა, მაგდა ქასთინგის დღიდან გამორჩეულად მღეროდა და "ვოისის" ღირსეული გამარჯვებულიც გახდა.
ივანიშვილს გულშემატკივრობდნენ ლელა წურწუმია, მამულიჩა, მაკა ზამბახიძე და სხვა ბევრი ცნობილი მომღერალი თუ მსახიობი.
უმშვენიერესი მაგდა ლელა წურწუმიას დისშვილის, სანდრო წურწუმიას შეყვარებულია. წყვილი უკვე თვეებია ერთადაა. კონკურსის განმავლობაში სანდრო შეყვარებულს აქტიურად გულშემატკივრობდა, თუმცა ვრცელი პოსტებისა და კომენტარების წერით არ გამოირჩეოდა.
მაგდა შესანიშნავ ფორმაშია. გოგონას კლასიკურ-სპორტული სტილი მოსწონს. კონკურსის დროს კლასიკური სამოსი ხშირად ეცვა, ყოველდღიურობაში კი გოგონა ჯინსებსა და ფერად მაისურებს თავისუფლად ირგებს. მაგდას შესანიშნავი აღნაგობა აქვს და ეს მამულიჩამ არაერთხელ აღნიშნა.
"გაგიცნობდით სიამოვნებით" - დაუწერა მამულიჩამ მაგდას კომენტარებში.
კონკურსის ფინალურ ტურში მაგდამ ვარცხნილობა შეიცვალა და გრძელი ნაწნავები მოირგო. უმშვენიერეს მომღერალს ახალი იმიჯი მოუხდა და ეს მისმა გამომწერებმაც აღნიშნეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>