ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი მედიაში იშვიათად ჩნდება, მსახიობს ინტერვიუების მიცემა დიდად არ უყვარს, თუმცა თუ ინტერვიუს თანხმდება მაშინ, ბლუმი ბევრ საინტერესო თემაზზე ლაპარაკობს, მათ შორის ინტიმურ საკითხებსაც ხშირად განიხილავს.
44 წლის მსახიობის პირადი ცხოვრება მეტად საინტერესოა, ბლუმმა რამდენიმე წელია ქეითი პერი მოიყვანა ცოლად, თუმცა მანამდე არაერთი პარტნიორი გამოიცვალა. ორლანდოს ხშრად ჰოლივუდში სექს-სიმბოლოდაც მოიხსენიებდნენ.
მსახიობი არ მალავს, რომ ქეითი პერი მისი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტში გამოჩნდა, როდესაც ის უკვე მზად იყო სერიოზული ურთიერთობისთვის. მსახიობი პარტნიორების გამოცვლამ დაღალა და 6 თვით უარი თქვა სექსზე, სწორედ ამ დროს გაიცნო ქეითი პერი და თავისი მომავალიც მას დაუკავშირა.
ქეითის გამოჩენის შემდეგ, ორლანდომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა რომ მან ქალთან განსაკუთრებული მოქცევა ისწავლა და თავის თავში ახალი თვისებები აღმოაჩინა, თუმცა ხანგრძლივმა თავშეკავებამ მსახიობზე დადებითად ვერ იმოქმედა, რადგან ორლანდო ბლუმი ქეითი პერისთან ურთოერთობაში სექსუალური კავშირის ნაკლებობას განიცდის.
"ახლა შედარებით ნაკლებად გვაქვს ვიდრე გვქონდა, რადგან უკვე ბავშვი დაიბადა" - უყოყმანოდ განუცხადა ბლუმმა ჟურნალისტებს.
როგორც ჩანს, ბავშვის დაბადების პირველი წელი წყვილისთვის რთულია და ბავშვის გაზრდის ხარჯზე, წყვილს ინტიმური ურთიერთობების შემცირება მოუწია. ეს პრობლემაა არა მხოლოდ ჰოლივუდის ამ წყვილს არამედ ბევრს სხვა ახალბედა მშობლებსაც აწუხებს, სექსუალური ცხოვრების ნაკლებობა კი ხშირად ღალატსა და უთანხმოებას იწვევს.
ბლუმის მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრების ხარჯზე ცხადია, რომ მას ცხოვრებაში ახალი პარტნიორი არ სურს, ის ქეითს გვერდიდან არ შორდება და პრობლემის მიუხედავად მამის როლს დაუზარებლად ირგებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>