ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიაში ისვენებს. მოდელმა დასვენების ლამაზი, ფერადი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის, თაკო შესანიშნავ ფორმაშია. მოდელს გარუჯულ სხეულზე ვარდისფერი შარვალი, სალათისფერი მაისური და ღია ვარდისფერი პერანგი აცვია.
თაკოს დახვეწილი სტილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. იტალიურ "ვოიაჟშიც" კი მოდელი საოცარ ეშხს ასხივებს.
"მზეს და ყვავილებს ჩრდილავ, ულამაზესო" - უწერენ თაკოს კომენტარებში.
მართლაც, ნაცვლიშვილს ფერადი სამოსი უხდება. იტალიის ულამაზესმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თაკომ იტალიას მეგობრებთან ერთად უმასპინძლა. გოგოები ლომბარდიის რეგიონში, კომოს ტბასთან არიან.