ჰოლივუდში უკვე დარწმუნებით იციან, რომ მომღერალი ჯენიფერ ლოპესი თავის ძველ სიყვარულს, ბენ აფლეკს დაუბრუნდა. პაპარაცებმა წყვილი ერთად ჩახუტებულები გამოიჭირეს. თბილი და მოსიყვარულე ფოტოები ინტერნეტსივრცეს მოედო.
ორშაბათს საღამოს ჯეილო და ბენი ჩახუტებულები ქუჩაში სეირნობდნენ და სავახშმოდ ჰოლივუდის ახალ რესტორანსაც ეწვივნენ. ვახშმობის შემდეგ, დაცვის დახმარებით, გარეთ გამოვიდნენ და პაპარაცების ობიექტივს მოშორდნენ. ჯეილო და ბენი ბენის მანქანით სადღაც წავიდნენ.
ორშაბათი საღამო მას შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, რაც ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთად მაიამიზე გამოიჭირეს. 48 წლის მსახიობი ხშირად ატარებს დროს შვილებთან, თუმცა მაიამის, დასვენების გარდა, სხვა მიზეზით არ სტუმრობს. ასევე ჯენიფერიც, მომღერალი ქმრისგან განშორების შემდეგ რამდენიმე კვირაში დასასვენებლად მაიამიში ჩავიდა.
ჯეილო განშორების შემდეგ დროს თავისუფლად ატარებს. არც ალექს როდრიგესია უმოქმედოდ. რამდენიმე დღის წინ ალექსმა "ინსტაგრამსთორიში" დაწერა, რომ ის ახალი დასაწყისებისთვის მზად არის, რაც ადასტურებს, რომ ის და ჯეილო ნამდვილად დაშორდნენ და მის ცხოვრებაში სხვა პარტნიორი მალე უნდა ვიხილოთ.
"ახლა ნაბიჯებს ვდგამ ახალი შესაძლებლობებისკენ. ჩემი ენერგია მატულობს, ახალი შანსები იხსნება ჩემთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად"- წერს როდრიგესი "ინსტაგრამზე".
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>