პოპულარული მომღერლის, ქეთა თოფურიას ცხოვრებას ადამიანები მუდმივად განიხილავენ.
მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა კრიტიკოსებიც, რომლებიც თავიანთ აზრს ღიად აფიქსირებენ.
მომღერალს უამრავ თბილ სიტყვას ეუბნებიან და მისი ჩაცმის სტილი ძალიან მოსწონთ.
ბოლო დროს ქეთა სოცქსელში საკმაოდ აქტიურია და დახვეწილ სამოსში გადაღებულ ფოტოებს ხშირად გვთავაზობს.
მის გარდერობში ამ სეზონზე თეთრი და შავი ფერები ჭარბობს.
ამასთან, ქეთას ძალიან მოსწონს ფერადი სამოსიც, თუმცა ცდილობს, რომ გარკვეული ბალანსი დაიცვას.
ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვს. ქეთას გოგონა ოლივია მის გამომწერებს უზომოდ უყვართ.
ერთად გადავხედოთ მომღერლის ახალ ფოტოებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი გემოვნება აქვს მას?