ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ანუკის ერთ-ერთმა გამომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა: „ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ. მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს, საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“ - წერია კომენტარში.
ასევე დაგაინტერესებთ: "მეც მინდა გოგო" - ანუკი არეშიძე 4 ვაჟის შემდეგ გოგონას გაჩენას აპირებს?
დიზაინერმა კომენტარი უყურდღებოდ არ დატოვა: „დიდი მადლობა. ამიტომ შეიქმნა @miss.anouki და ამიტომ ხდება სეზონურად დიდი ფასდაკლებები. პირველი ხაზი, რომელიც უცხოეთში იყიდება, მასში მეტი ფინანსური რესურსი იხარჯება, ის გადის ექსპორტზე და უფრო მეტად საზღვარგარეთ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებულები, ხოლო მეორე ხაზი დაბალბიუჯეტიანია და მთლიანად ადგილობრივი ბაზრისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ასევე დავამატებ, რომ მეტი წილი საშუალო ფენაა მომხმარებელი“ - წერს ანუკი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>