დათო ევგენიძის შვილს, ლიკა ევგენიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა ტელეწამყვანია და ის ეკრანებზეც ხშირად ჩანს. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მისი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
ლიკა „ინსტაგრამის“ გვერდზე ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე შვილების ფოტოებსაც. მას ორი შვილი, ალექსანდრე და ანა-სოფია ჰყავს. ამჯერად ტელეწამყვანმა „ინსტაგრამსთორიში“ 15 წლის წინ გადაღებული საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სულ რაღაც 19 წლისაა.
ლიკა ევგენიძის ფოტოები, უმეტესად, განსხვავებული და ორიგინალურია. მისი ფოტოსესიები კი გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.