მოდელი, დიზაინერი და "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი ჯანეტ ქერდიყოშვილი "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და სხვადასხვა ხასიათის ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.
ამჯერად ჯანეტმა სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც საოცრად ლამაზია. მოდელმა გამომწერებს მიმართა, თუ რომელ სამკაულს აირჩევდნენ სურათებიდან. გულშემატკივრებმა ემოციები ვერ დამალეს და დაწერეს: "სილამაზის დედოფალი ხარ", "საერთოდ ვერ ვხედავ სამკაულებს, ისეთი ლამაზი ხარ", "ულამაზესი ხარ", - სწერენ ჯანეტს.
იხილეთ ფოტოები: