რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილ მეუღლეს, კანიე უესტს, დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.
კიმმა კანიეს ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: "მთელი ცხოვრება მეყვარები".
კარდაშიანის ემოციურ მილოცვას "ინსტაგრამზე" შესაბამისი კომენტარებიც მოჰყვა: "ძალიან მოვიწყინე", "იქნებ შერიგდეთ", "დაიბრუნე კიმი", - მიმართავენ კანიესა და კიმს გულშემატკივრები.
ცნობისთვის, ამერიკელ ჰიპ-ჰოპ არტისტს, კანიე უესტს, 44 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე კიმის დამაც მიულოცა და კანიეს "ძმა" უწოდა.
როგორც ჩანს, კიმის ოჯახი, წყვილის განქორწინების მიუხედავად, კანიეს მიმართ დადებით დამოკიდებულებას არ კარგავს.
ცნობისთვის, წყვილი დაახლოებით 6 წელი იყო ერთად და მათ 4 საერთო შვილი ჰყავთ.