კანიე უესტმა დაბადების დღე საფრანგეთში ირინა შეიკთან ერთად რომანტიკული მოგზაურობით აღნიშნა. ისინი ნიუ-ჯერსიში ოთხშაბათს საღამოს დაბრუნდნენ. 44 წლის კანიე უესტი და 35 წლის ირინა შეიკი კერძო თვითმფრინავით ტეტრბოროში ერთად ჩამოფრინდნენ, თუმცა ტერიტორია ცალ-ცალკე დატოვეს.
აეროპორტიდან გამოსვლისას კანიე უესტმა სახე ქურთუკით დაიფარა. როგორც წყაროები წერენ, ეს მან პაპარაცებისგან თავის ასარიდებლად ან COVID-19-ის რეგულაციების გამო გააკეთა. ირინა შეიკს კი შავი პირბადე ეკეთა, რომელიც Jesse Jo Stark-ის ბრენდის, Deadly Doll-ის თეთრ ორეულსა და Burberry-ს ღია ფერის ჩანთას შეუხამა.
pagesix.com-ის ინფორმაციით, კანიე უესტი და ირინა შეიკი რამდენიმე კვირაა, რაც ერთმანეთს ხვდებიან. როგორც ცნობილია, შეიკისა და უესტის გზები პირველად 2010 წელს გადაიკვეთა, როცა მოდელი რეპერის მუსიკალურ კლიპში, სახელწოდებით Power გამოჩნდა. ამის შემდეგ მათი მეგობრობა და საქმიანი პარტნიორობა კიდევ არაერთი პროექტის ფარგლებში გაგრძელდა.
გასულ თვეში ინტერნეტსივრცე მოიცვა კანიე უესტისა და ირინა შეიკის პაპარაცულმა ფოტოებმა. რეიტინგული გამოცემები წერდნენ, რომ მოდელი და რეპერი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი წყარო არ არსებობდა. ოთხშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ უესტის დაბადების დღე 8 ივნისს წყვილმა საფრანგეთში, სასტუმრო Villa La Coste-ში ერთად აღნიშნა.
ირინა შეიკი პირველი ქალია, ვისთანაც კანიე უესტმა კიმ კარდაშიანთან შვიდწლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ ურთიერთობა წამოიწყო. კიმმა განქორწინების შესახებ განცხადება თებერვლის თვეში დაწერა. წყვილს ოთხი შვილი, ნორზი, სენტი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს. ირინა შეიკს კი ბრედლი კუპერთან ერთი საერთო შვილი, ლეა ჰყავს. მოდელს წარსულში ურთიერთობა ცნობილ ფეხბურთელთან, კრიშტიანუ რონალდუსთანაც ჰქონდა.