უკვე გამოზაფხულდა და ქართველმა ცნობილმა სახეებმა საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფერადი და ლამაზი ფოტოები გამოაქვეყნეს. რუჯის მიღებისა და სასიამოვნოდ დასვენების სეზონი მოვიდა და დროა, ჩვენც შევარჩიოთ ამ სეზონისთვის შესაფერისი და ტრენდული საცურაო კოსტიუმი.
მარიამ სანოგო
მოდელი მარიამ სანოგო შესანიშნავად გამოიყურება. სანოგო ზაფხულისთვის უკვე მზადაა და სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებულ სურათებს აქვეყნებს.
სანოგოს შავი, ამ სეზონზე ტრენდული საცურაო კოსტიუმი აცვია. მოდელს შავი ფერი და ეს სტილი ძალიან უხდება.
სალომე ღვინიაშვილი
მოდელი სალომე ღვინიაშვილი ტოპ-ხუთეულის მეოთხე ადგილზეა. მოდელმა ამ სეზონისთვის ფერადი საცურაო კოსტიუმები უკვე მოირგო და არჩევანი მთლიანი სტილის საცურაო სამოსზე შეაჩერა.
სამი შვილის დედა საოცარ ფორმაშია და ფერადი საცურაო კოსტიუმები ნამდვილად ძალიან უხდება.
ლიზა ყენია
მომღერალი ლიზა ყენია თამამ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ლიზამ ას სეზონზე აქტუალურ და ტრენდულ საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები უკვე გამოაქვეყნა.
მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია, აქტიურად ვარჯიშობს, ჯანსაღად იკვებება და ფორმას მუდამ ინარჩუნებს.
ქეთი ხატიაშივილი
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჩვენი სიის მეორე ადგილს იკავებს. ქეთი მუდამ კარგ ფორმაშია, მისგან ფიტნეს-რჩევები არავის უკვირს, რადგან ეს ქეთის ცხოვრების სტილია და ვარჯიში დღის განუყოფელ ნაწილში შედის.
რამდენიმე დღის წინ ქეთიმ მთლიან საცურაო კოსტიუმში ფოტო გამოაქვეყნა. ამ სეზონზე შავი კვლავ ტრენდულია. ტანმოვარჯიშეს ეს სტილი უხდება და მის დახვეწილ სხეულს უკეთ გამოხატავს.
მანიკა ასათიანი
მოდელი მანიკა ასათიანი ტოპ-ხუთეულის ბოლო ადგილზეა. მანიკაც, სხვა ქართველი ქალების მსგავსად, შეუდარებელ ფორმაშია. მოდელმა კრემისფერ და შავ ფერებში გაწყობილ საცურაო კოსტიუმში ფოტო უკვე გამოაქვეყნა. მანიკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალია და ნებისმიერი სტილის საცურაო კოსტიუმსა და სამოსს მარტივად ირგებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>