26 წლის სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც 9 თვის ქალიშვილთან, ხაისთან ერთად საცურაო კოსტუმებში პოზირებს. დედა-შვილი ღია ფერის მწვანე ბიკინებში გამოეწყო და აუზთან ფოტოსესია მოიწყო.
ჯიჯიმ ფოტოები დაასათაურა: "ჩაისუნთქე ზაფხული" - "Gabe"-ს ბრენდის ბიკინი მოირგო, რომელიც 85 დოლარი ღირს.
"ღმერთო ჩემო, რა ლამაზი პატარა საცურაო კოსტუმია", "უბრალოდ მშვენიერია", - წერენ მოდელის გამომწერები.
მოდელს ქალიშვილი ხაი 28 წლის მეგობარი მამაკაცისგან, ზეინ მალიკისგან ჰყავს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში შეეძინა.
ჯიჯი შვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში, თუმცა ქალიშვილის სახეს საზოგადოებას არასდროს აჩვენებს. ჯიჯის და მის მეგობარ ბიჭს მალიკს, ორივეს აქვს ქალიშვილის სახელის ტატუ სხეულზე, რომელიც არაბულად არის დაწერილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>