ქართველმა ინფლუენსერმა და მომღერალმა ეკუნა ყანჩაველმა ბავშვობის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს თავისი ძველი და ახალი თავი კიდევ ერთხელ წარუდგინა. ეკუნა უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, მუშაობს და ქართველ ხალხს შორეული კონტინენტიდან ესაუბრება. როგორც ჩანს, გოგონას საქართველო, ოჯახი და ბავშვობა ენატრება. სენტიმენტებს ის არც ისე ხშირად ამჟღავნებს, თუმცა ახალ ვიდეოში ეკუნას ემოციები ნამდვილად იგრძნობოდა.
ვიდეოს კომენტარებში გოგონას დედა გამოეხმაურა და ემოციური კომენტარი დაწერა.
"გული ნუ დაგწყდება დედი დრო ერთადერთია, რომლის შეცვლასაც ვერავინ შეძლებს... გაიზარდე, უკვე დიდი გოგო ხარ და ის ბავშვური გარეგნობა ზრდასრულობის დახვეწილობამ შეცვალა. ჩემთვის მაინც ის პატარა ლურჯ-მწვანეთვალება პატარა ხარ, გულგრილად რომ ვერავინ ჩაგივლიდა გვერდით...ჩემო საუკეთესოო, უყვარხარ ნანუს" - უწერს ნანა ყანჩაველი შვილს.
ეკუნა ეს ბოლო წლებია საგრძნობლად შეიცვალა. მომღერალმა იმიჯი გამოიცვალა, აქტიური ვარჯიში და სწორი კვება დაიწყო და სასურველი შედეგი სიამაყით გამომწერებსაც გაუზიარა. რამდენიმე კვირის წინ ყანჩაველს უწერდნენ, რომ მისი "კონტენტი" ამერიკამ გააუბრალოა და ეკუნა უინტერესო გახდა, თუმცა მისი გამომწერების რაოდენობა და კომენტარები ფოტოებზე სხვა რამეს ამბობს.
მომღერალი ფილადელფიაში ცხოვრობს, აქტიურად მიჰყვება მომღერლის კარიერას და როგორც თვითონ ამბობს, ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.
ეკუნას ამერიკაში დიდი გეგმები აქვს, თან რეპერის ცხოვრებაში ახლახან მეგობარი ბიჭი გამოჩნდა, რომელსაც ეკუნა არც გამომწერებს უმალავს და თავის ბედნიერებას ამერიკიდან ქართველებსაც უზიარებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>