ნინო ხოშტარია უკვე ბებიის ამპლუაში - ტელეწამყვანის ფერადი სტილი და ახალი ფოტოები

ნინო ხოშტარია უკვე ბებიის ამპლუაში - ტელეწამყვანის ფერადი სტილი და ახალი ფოტოები
ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია სოციალურ ქსელში სულ აქტიურობს. გადაცემა "სხვა შუადღის" ყოფილი წამყვანი "ინსტაგრამზე" ახალ სურათებს ხშირად დებს და გამომწერებს საინტერესო სიახლეებსაც უზიარებს ხოლმე.


ნინო სულ რამდენიმე თვეა ბებია გახდა, სიხარული კი საზოგადოებას გაუზიარა. ნინოს შვილიშვილს პაოლო დაარქვეს. როგორც ხოშტარიას გამომწერები ამბობენ, შვილიშვილი ბებიასაც ემსგავსება.


"აუ როგორი სიტკბოა"- უწერენ ნინოს კომენტარებში.

"ნამდვილი თაფლი" - პასუხობს ხოშტარია.

პატარა პაოლო ბებიის "ინსტაგრამზე" ხშირად ჩნდება, ნინო კი შვილიშვილის დაბადებით გახარებულია.

"ინსტაგრამზე" აქტიურობის მიუხედავად, ნინო სოციალურ ქსელში შვილსა და მეუღლეს
თითქმის არასდროს აჩენს. აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანი საოცარ ფორმაშია, მუდამ ფერადი და გემოვნებიანი სამოსი აცვია და თავის სტილს არასდროს კარგავს. ნინოს კაბები და ჭრელი სამოსი მოსწონს.


ხოშტარია ტელეეკრანებზე წლების წინ გამოჩნდა, როდესაც ეთერში გადაცემა "ყველაზე ჭკვიანი" გავიდა. ნინომ ქართველ მაყურებელს თავი მალევე შეაყვარა, მას შემდეგ კი ეკრანებიდან არც წასულა. ტელეწამყვანი აქტიური ჟურნალისტი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93