მომღერალი ნუცა ბუზალაძე თათია შარანგიას გადაცემას, „სთორის“ ესტუმრა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ურთიერთობაში თუ ქალს უწევს ბრძოლა, ის კაცი არ არის თავად ქალის ღირსი.
"19 წლის რომ ვიყავი, მაშინ გაჩდა პირველი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში და სხვათაშორის, ძალიან საყვარელი ვარ შეყვარებული. უფრო გიჟი ვხდები. შემიძლია, არაადეკვატური რაღაცები გავაკეთო.
სულ ცხოვრებაში მქონდა ორი ურთიერთობა, პირველი იყო ნამდვილი სიყვარული, მეორე არ იყო ნამდვილი და ორივეს დასრულება ჩემი ბრალი იყო. მე ვარ ასეთი, რომ ძალიან სწრაფად ვვითარდები და თუ ადამიანი ვერ მომყვება, მერე ვკარგავ ინტერსს და იქ ალბათ სიყვარულიც ქრება.
ურთიერთობებში ვარ ძალიან ბავშვური და ძალიან მომწონს ეს, მაგრამ მე როდესაც ვვითარდები და ავდივარ საფეხურებზე მინდა, რომ მომყვებოდეს ადამიანი, როდესაც არ მომყვება მერე თვითონ აღარ მსიამოვნებს ამ ურთიერთობაში დარჩენა. ძალით ვერაფერს ვაკეთებ და მაშინ უნდა დავამთავრო ეს ურთიერთობა. სამწუხაროდ ორივე ურთიერთობა ჩემ გამო დასრულდა.
ბოლო ურთიერთობის დროს, მიწევდა იმის ახსნა, თუ რატომ მივდიოდი სხვადასხვა ადგილას, ეს არ არის სწორი. პირიქით უნდა იყოს, ჩარჩოებში არ უნდა მომაქციოს.
როდესაც დავასრულე სამწლიანი ურთიერთობა, ძალიან განვიცადე. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მეორე დღეს მქონდა გამოსვლა რუსულ პროექტში, სადაც ასი კაცი ადგა. მახსოვს, რომ ნამტირალევი ვიყავი და მაკიაჟსაც რომ მიკეთებდნენ, მაშინაც ვტიროდი. მაგრამ მაგას ვამბობ, რომ შემიძლია კარეირაში სხვა ვიყო და პირადში სხვა.
მომავალში, როდესაც გადავწყვეტ ადამიანთან ურთიერთობას, ძალიან ფრთხილად ავირჩევ მას",- აღნიშნა ნუცამ თათია შარანგიასთან საუბრისას.