ტიკ-ტოკერი და მსახიობი თი მაჭავარიანი ქართველმა ხალხმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო და შეიყვარა. თი დღეს პოპულარული ინფლუენსერია და თავისი პოპულარობა მსახიობისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო და საქმიანობაა. თიმ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჯერ კიდევ ამერიკაში გადაღებულ ფოტოს დიდი ტექსტი დაურთო.
"3 წლის წინ სან-ფრანცისკოში The Chemical Brothers-ის ლაივზე ასე ჩაცმული წავედი საოცარი დრო ვატარე და გავერთე. რამდენიმე თვეში საქართველოში ერთ-ერთ ფესტივალზე მსგავსი სტილით წავედი და სახლში დაბრუნება მომიწია რომ გამომეცვალა ისეთი ცუდი რეაქცია წამოვიდა დამსწრე საზოგადოებისგან.. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
-ეს საქართველოა?
-ქართველ გოგოს ასე ჩაცმა არ ეკადრება?
-ეს "ბო**რია?"
თუ უბრალოდ არასრულფასოვნების კომპლექსი და გამბედაობის ნაკლებობა რომ ჩავიცვათ ის რაც მოგვწონს, გვსიამოვნებს და გვაბედნიერებს?. ჩაცმის სტილით რატომ განვსაზღვრავთ ადამიანის სოციალურ სტატუსს თუ სექსუალურ ორიენტაციას? ჩემთვის სტილი და ტანსაცმელი - ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი მეთოდია" - წერს თი სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ტიკ-ტოკერი ბევრისგან გამორჩეული სტილის მოყვარულია. თის ბრჭყვიალა, თამამი სამოსი, დიდი აქსესუარები და ფერადი ტანსაცმელი მოსწონს, რაც ქართველი ხალხისთივს ჯერ კიდევ უჩვეულოა. მაჭავარიანი ჩაცმულობის გამო კრიტიკის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა და თის ამ თემაზე საჯაროდაც უსაუბრია.
თის ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ამერიკული სტილით საქართველოში ვერ ივლიდა და ასე ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევდა. ამის მიუხედავად, მაჭავარიანი უკვე ერთი წელია თავის სტილს არ ღალატობს და ფერად, ბრჭყვიალა სამოსს ირგებს.
ტიკ-ტოკერის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თის სტილი ბევრს მოსწონს, თუმცა რამდენიმე კვლავ უარყოფითად არის განწყობილი.
"ხალხი არ არის მზად, და შინაგანად თავისუფლად რომ სხვისი ასეთი თვითგამოხატვა დააფასოს ან მინიმუმ არ გააღიზიანოს, რადგან თავის თვითგამოუხატველობას "აჭერს". კი ვითომ ამდენს ვგულაობთ, ამდენნაირად ავჭრელდით, ფესტივალები, დრაგები და მაინც ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მაგალითად ოზორადან" - უწერენ მაჭავარიანს კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ თი 3 შვილის დედაა. მაჭავარიანი შესანიშნავად გამოიყურება, ტატუხელოვნებისა და პირსინგების დიდი მოყვარულია და ინფლუენსერობასთან ერთად, გართობას და შვილების აღზრდასაც ასწრებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>