კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის მომხიბვლელი ქალიშვილი, 27 წლის ანი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქტიური გოგონაა. ანი გამომწერების სიმცირეს არ უჩივის და დახვეწილი, ლამაზი და ფერადი "ინსტაგრამკონტენტი" აქვს.
ფხაკაძეს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ანი ადრეული ასაკიდან გლამურულად ცხოვრობს და მისი გარდერობი, ძვირად ღირებული აქსესუარები და სამკაული არავის უკვირს. გოგონას გემოვნებიანი ჩაცმის სტილი აქვს და კარგად იცის, როგორ უნდა შეიმოსოს.
ანი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს. ძირითადად, დროს ლონდონში ატარებს და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ფხაკაძეს უცხოელი შეყვარებული ჰყავს, მომხიბვლელი გოგონა უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია და პარტნიორს ხშირად აჩენს.
ანის რჩეული სიმპათიური ახალგაზრდაა, რომელიც მასთან ერთად დღის უმეტეს დროს ატარებს და წყვილი სხვადასხვა ქვეყანაში ერთად მოგზაურობს ხოლმე.
მილიონერის ქალიშვილს პრესტიჟული, ძვირად ღირებული სამოსი მოსწონს და თუ მის გარდერობში შეიხედებით, "ჰერმესის" ფირმის რამდენიმე ფერის ერთნაირ ჩანთასაც აღმოაჩენთ. ანის ჩანთების ფასი 18 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. ეს თანხა ეროვნულ ვალუტაში კი, დაახლოებით, 56 000 ლარია.
ფხაკაძის საყვარელი "ჰერმესის" წითელი ჩანთა ერთ-ერთი გაყიდვადი და მოთხოვნადი მოდელია. ჩანთის ფასია $20,325, რომელიც 63 000 ლარს სცდება.
ამავე ბრენდის კიდევ რამდენიმე ჩანთას ნახავთ ფხაკაძის გარდერობში, რომლებსაც გოგონა სხვადასხვა სტილის სამოსს ურჩევს ხოლმე. ბოლოს გამოქვეყნებულ სურათში ანის "ჰერმესის" ამავე სტილის ვარდისფერი მოდელი უჭირავს. ამ მოდელის ფასია $20,762 ეს თანხა ლარებში 65 000 ლარზე მეტია.
არ გეგონოთ, რომ ანის ჩანთების კოლექცია ამით ამოიწურა, ფხაკაძეს "ჰერმესის" ყავისფერი და შავი მოდელებიც აქვს. როგორც ჩანს, გოგონას ამ ბრენდის გაყიდვადი მოდელები მოსწონს და სასურველ სტილს უხდენს.
ამ კონკრეტული მოდელის ფასი ფასდაკლებით $23,357 დოლარია. ეს თანხა ეროვნულ ვალუტაში 73 000 ლარს სცდება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>