ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ინტერნეტისგან და სოციალური ქსელებისგან დასვენება გადაწყვიტა და ამის შესახებ „ინსტაგრამის“ გამომწერებს ვიდეომიმართვის საშუალებით ამცნო.
მისი თქმით, საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინა, რომ ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდ დროს ატარებს და ამიტომ "დეტოქსს" უნდა მიმართოს, რომელიც დაახლოებით ორ თვეს გასტანს.
"ყველას გემშვიდობებით, ცოტა მომენატრებით, განსაკუთრებით, პირველ დღეებში", - ამბობს მაია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>