„ადამიანი ობობას“ ვარსკვლავი, ტომ ჰოლანდი და მსახიობი ზენდაია კოულმანი ურთიერთობას აღარ მალავენ. წყვილის რომანტიკული ფოტოები პაპარაცებმა გაავრცელეს. მსახიობები მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ტაბლოიდები განსაკურებით აღნიშნავენ, რომ აუდის მარკის სპორტული მანქანა ჰოლანდს ეკუთვნის და მისი ღირებულება 125 000 დოლარია.
კადრებში ჩანს, რომ წყვილი დროს ერთად მხიარულად ატარებს. გულშემატკივრების მხრიდან კი განსაკუთრებული აღფრთოვანება იმ ფოტოს მოჰყვა, რომელშიც ჰოლანდი მეგობარ გოგონას კოცნის.
<div>როგორც აღმოჩნდა, წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. „ისინი ძალიან ფრთხილად იყვნენ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყვნენ. დროის ერთად გასატარებლად კი ქალაქგარეთ გადიოდნენ“ - ამბობს ინსაიდერი.</div>
<div>პაპარაცებმა ზენდაია და ტომი სწორედ გარეუბანში დააფიქსირეს, სადაც, როგორც გაირკვა, ზენდაიას დედა, კლერ სტომერი ცხოვრობს. გამოცემები წერენ, რომ წყვილის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ფაზაში გადავიდა.</div>
<div></div>
<div></div>