ბრიტნი სპირსისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის ურთიერთობა ბოლო დროს ტაბლოიდების ერთ-ერთი საყვარელი თემაა. სასამართლო პროცესებისა თუ ბრიტნის უფლებების შესახებ არაერთი უცხოური გამოცემა წერს. როგორც ცნობილი გახდა, მამისგან ზეწოლის გამო მომღერალი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მოხვდა.
ბრიტნი ალკოჰოლსა და ნაროკიტიკებზე დამოკიებულების გამო 2008 წელს რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ კი მასზე მეურვეობა მამამ, ჯეიმი სპირსმა აიღო, თუმცა მისი ქცევა არა ზრუნვას, არამედ დამცირებასა და შეურაცხყოფას უფრო ჰგავდა, რამაც ბრიტნი მორალურად გატეხა.
ჯეიმი სპირსს არ აწუხებდა ქალიშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მას მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა აინტერესებდა და მოითხოვდა, რომ ბრიტნი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებოდა სასცენო ფორმას.
გამოცემა New Yorker-თან საუბრისას ბრიტნი იხსენებდა: „ჯეიმიმ მითხრა, შენ ჭარბი წონა გაქვს, თუმცა მე ვიპოვი დიეტას და შენ ორ თვეში სცენაზე იდგები. ყველა იტყვის: ის დაბრუნდა. მაშინ მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.“
ჯეიმის დამოკიდებულებაზე საუბრობს ბრიტნი სპირსის უახლოესი მეგობარი ჟაკლინ ბატჩერი: „შევესწარი, როგორ ყვიროდა ჯეიმი და ამბობდა, რომ ბრიტნი ცუდი დედაა. მან საკუთარ შვილს მეძავი უწოდა. ბრიტნის დედა, ლინი, ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს აკეთებდა“ - იხსენებს ჟაკლინი.
მამის, 68 წლის ჯეიმი სპირსის მეურვეობის ქვეშ მყოფი ბრიტნი სპირსის ცხოვრების შოკისმომგვრელი დეტალები საზოგადოებაში აღშფოთების ტალღას იწვევს. მომღერალს მხარს არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ სხვა ცნობილი სახეებიც აქტიურად უჭერენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>