ჯულია რობერტსი ცნობილ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების საზოგადოებისთვის გაზიარება არ უყვართ და უფრო მეტიც, ყოველივეს საგულდაგულოდ მალავენ.
თუმცა ხანდახან გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება - ოსკაროსანმა მსახიობმა "ინსტაგრამზე" ქმართან, დენიელ მოდერთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ უკვე 19 წელია ერთად არიან.
ასევე მოდერმაც გააზიარა ჯულიასთან გადაღებული ფოტო, სადაც მან დაწერა: "ჩვენ დღეს ვიწყებთ ურთიერთობის შესანიშნავ მე-20 წელს; მინდა, რომ ამ ლამაზი გოგოს გვერდით ვიდგე ყოველდღე“.
53 წლის ჯულიამ და 52 წლის კინემატოგრაფმა დენიელმა ერთმანეთი 2000 წელს, ფილმ The Mexican-ის გადაღებების დროს გაიცნეს. იმ პერიოდში მსახიობი ურთიერთობაში იყო ბენჟამინ ბრატთან, დენი კი ვერა სტეიმბერგზე იყო დაქორწინებული, თუმცა ამან ნამდვილ სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა. მათ შეხვედრა ფარულად დაიწყეს და შემდეგ, 2002 წლის 4 ივლისს დაქორწინდნენ.
ცნობების თანახმად, ჯულიას 3,000 გირვანქად შეფასებული ბეჭედი და ულამაზესი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა. ორი წლის შემდეგ ჯულიასა და დენის ცხოვრებაში ტყუპი გაჩნდა, 2007 წელს კი წყვილს რიგით მესამე შვილი, ჰენრი შეეძინა.
განაგრძეთ კითხვა