მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და „ინსტაგრამზე“ 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობასა და რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით. მოდელის თამამი და ორიგინალური ფოტოები კი ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს ჯენიფერ ლოპესის ახალ სიმღერას უზიარებს და მომღერალს მადლობას უხდის: „მადლობა მარტოხელა ქალების გაძლიერებისთვის! გოგოებო, ნახეთ დაშორების შემდგომი, სარეაბელიტაციო სიმღერა????? მომწონს ეს განწყობა. მტკიცე და თავდაჯერებული! ქალი სულ ასეთი უნდა იყოს…“ - წერს ალექსანდრა.
მოდელის ვიდეოს გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა: „ჯერ ტირილს და გლოვას ვერ მოვრჩი, სიმღერამდეც ვერ მივედი“, „ულამაზესი ხარ”, „ძალიან მაგარი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.