მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად ფოტოებსა და სიახლეებს ხშირად უზარებს.
ამჯერად გამომწერების აღფრთოვანება ქეთა თოფურიას ახალმა სასცენო იმიჯმა გამოიწვია. მომღერალმა თმის ვარცხნილობა შეიცვალა და, როგორც მისი გულშემატკივრები აღნიშნავენ, ძალიან დაემსგავსა უიტნი ჰიუსტონს. ნაწილი კი მას ალა პუგაჩოვასა და ბარბარა სტრეიზანდსაც კი ადარებს.
ქეთას ახალ ფოტოებსა და ვიდეოს „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „სიტყვები არ მაქვს, საოცარი ხარ“, „ძალიან გიხდება ეს სტილი“, „სწორი არჩევანია, გაღმერთებ“, - წერენ კომენტარებში.