„დედა და მამა“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა ცნობილმა მომღერალმა ჯანსტინ ბიბერმა ცოლთან, ჰეილი ბოლდუინთან ერთად გადაღებული ფოტო, რამაც ფანების ეჭვი, რომ წყვილი შვილს ელოდება, კიდევ უფრო გაამყარა.
ჰეილი ბიბერმა კი განაცხადა, რომ ჯობდა ფოტოს სათაური შეცვლილიყო და დაზუსტებულიყო, რომ ისინი მხოლოდ ოთხფეხა მეგობრის დედა და მამა არიან. „ძაღლის მშობლები“ - ჯობს ასე ეწეროს“ - აღნიშნავდა ჰეილი. ამით ისინი იმ უამრავ კითხვას აირიდებდნენ, რომლებიც ფოტოს გულშემატკივრების მხრიდან მოჰყვა.
„მოიცადეთ, რა?! დედა და მამა?!“, „ჰეილი ორსულადაა?“, „ბიბერების ოჯახი იზრდება?“, „მე ვოცნებობ, რომ თქვენ შვილი გყავდეთ, იმედია, ჰეილი მართლა ორსულადაა“ - წერენ კომენტარებში.
გულშემატკივრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საეჭვოა: „არ მგონია, სიმართლე იყოს. ჯასტინმა ერთხელ თქვა, რომ სანამ მუსიკალურ ტურნეებს არ დაასრულებს, შვილი არ ეყოლება“, „მათ თავად თქვეს, რომ შვილებისთვის ჯერ მზად არ არიან“.
წყვილი კომენტარებს არ გამოეხმაურა, თუმცა მსჯელობა და დისკუსია ჰეილი ბოლდუინის ორსულობის შესახებ კვლავ არ ცხრება. ჰეილიმ და ჯასტინმა 2018 წელს იქორწინეს, მას შემდეგ კი ამგვარი ჭორები არაერთხელ გავრცელდა.