ყველასთვის საყვარელმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ახალი იმიჯი მოირგო. ნუცამ ამ წელს ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა, მოკლე "კარე" შეარჩია და ახალი იმიჯით ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
"ახალი ნუცა" - წერს მომღერალი "ინსტაგრამზე".
"მართლა შეიჭერი?" - როგორც ჩანს, ნუცასგან ამ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. მომღერალის ახალმა იმიჯმა ასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა. ნუცას "კარე" ძალიან მოუხდა.
ბუზალაძეს უკვე რუჯი აქვს. ზაფხულის სამოსზე მოკლე თმა შესანიშნავი არჩევანია. მომღერალი ექსპერიმენტების მოყვარულია და ვარცხნილობას ხშირად იცვლის, თუმცა სიგრძეს იშვიათად იმოკლებს და მისი ეს გადაწყვეტილება ახალი და თამამი ნაბიჯია.
ნუცას დახვეწილი სტილი აქვს და ზუსტად იცის, როგორი სტილისა და ფერის სამოსი უხდება. ამიტომ მომღერალი ყოველთვის გემოვნებიანად გამოიყურება. ბუზალაძე ბოლო პერიოდია, ყველა ფოტოში თავის ახალ ოთხფეხა მეგობართან ერთად არის, ნუცა ბუბუშკას არსად ტოვებს.