კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ანი სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვადასხვა ქვეყნიდან ზღაპრულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ ფხაკაძემ საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ანი კუნძულზე შეყვარებულთან ერთად არის და შესანიშნავ დროს ატარებს.
უმშვენიერესი გოგონა წლის განმავლობაში დიდ დროს უცხოეთში ატარებს. ის პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ფხაკაძე ძირითადად შეყვარებულთან ერთად მოგზაურობს და ფერადი, ლამაზი ფოტოებით გამომწერებსაც ანებივრებს.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ანი შესანიშნავ ფორმაშია. გოგონას დახვეწილი, გემოვნებიანი სტილი აქვს და რუჯი, ფერადი სამოსი და ტრენდულ აქსესუარები უხდება.