მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს, სადაც შეცვლილი იმიჯით ახალ სიმღერას მღერის და ირგვლივ ლამაზი გოგონები ახვევია.
ნოდიკომ ვიდეო დაასათაურა: "ოთხშაბათს, "პროფილში", ტვ პირველის ეთერში, ახალი კლიპის და სიმღერის პრემიერა.
"გულს" - ასე ქვია სიმღერას", - წერს მომღერალი.
სიმღერის ნაწყვეტს ნოდიკოს გამომწერებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: "რა მაგარი ამბავია", "როგორ ველოდები", "ნამდვილი ზაფხული და სითბოა თქვენთან", "კიდევ ერთი ძველი ლამაზი სიმღერის რიმეიქი", - წერენ ნოდიკოს.