„ყველაზე მაგარი და ყველაზე მხიარული დედა ხარ“ - შვილის წერილი ლიზა ბაგრატიონს

„ყველაზე მაგარი და ყველაზე მხიარული დედა ხარ“ - შვილის  წერილი ლიზა ბაგრატიონს
წარმატებული ქართველი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარუმატებელი ქორწინებები არაერთხელ გამხდარა განხილვისა და მითქმა-მოთქმის საგანი. ლიზა ბაგრატიონი ამ თემაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ჩნდება.



ლიზა ბაგრატიონის მეოთხე რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია. მათი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, საზოგადოებამ კი ამის შესახებ 2014 წელს გაიგო, როცა გიორგიმ ლიზას დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „უზომოდ მიყვარს, დღეს დაბადების დღე
აქვს.“
დღეს, 21 ივლისს, ლიზა ბაგრატიონი იუბილარია. ამჯერად მას დაბადების დღე ემოციურად შვილმა, ირაკლი სინაურიძემ მიულოცა: „გილოცავ დაბადების დღეს, შენ ყველაზე მაგარი, ყველაზე მხიარული და საუკეთესო დედა ხარ“ - წერდა გიორგი „ინსტაგრამსთორიში“.



შვილის გარდა, მომღერალმა მეგობრებისა და გულშემატკივრებისგანაც უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო: „შენთან ერთად ყველა დღე დღესასწაულია“, „ყველაზე დიდი ლიზას დღეობაა“, „ყველაზე კაშკაშა ლიზას დაბადების დღეა, ბედნიერი მინდა იყო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93