"ეჰ, რამდენი გოგო მივა თბილისში თავის სტილისტთან ამ ფოტოთი" - ქეთა თოფურიამ ახალი იმიჯი მოირგო

"ეჰ, რამდენი გოგო მივა თბილისში თავის სტილისტთან ამ ფოტოთი" - ქეთა თოფურიამ ახალი იმიჯი მოირგო
რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ახალი, განსხვავებული იმიჯი მოირგო და სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა. ქეთას სიახლე და საინტერესო ფერის თმა მოუხდა. მომღერალმა ომბრესა და მელირების კომბინაციით თმა გაიღიავა და უცხო, მისთვის სრულიად სხვა შეხედულებით გამოჩნდა საზოგადოებაში.


"ეჰ, რამდენი გოგო მივა, თბილისში თავის სტილისტთან ამ ფოტოთი" - უწერენ ქეთას კომეტარებში.

მართლაც, მომღერლის ახალი ფერი საინტერესოა და ქეთას ძალიან უხდება.


თოფურია მეორე მშობიარობის შემდეგ სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს. როგორც ფოტოები
დან ვხედავთ, მომღერალმა ფორმაში ჩადგომა მალევე შეძლო და არც სცენას მოშორებია. ქეთა უკვე რამდენიმე თვეა ბიზნესმენ ლევ დენგოვზეა გათხოვილი, მას და ლევს ბიჭი - ადამი შეეძინათ.



მომღერალი ორი შვილის დედაა. ქეთას პირველი ქორწინებიდან გოგონა - ოლივია გეიხმანი ჰყავს, რომელიც მამასთან და დედასთან დიდ დროს ატარებს და ახლა უკვე დის როლსაც ირგებს.

ადამის გაჩენის შემდეგ თოფურიას მეორე შვილს საზოგადოება დიდხანს ელოდა, თუმცა ქეთა ბავშვის გამოჩენას არ აპირებს. როგორც ჩანს, მომღერალს არ სურს ამ ეტაპზე ადამი მისმა გამომწერებმა გაიცნონ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93