რამდენიმე დღის წინ ლიზა ჩიჩუამ საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" რჩეულთან, ირაკლი მაქაცარიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას თეთრი კაბა აცვია, ხელზე კი ბეჭედი უკეთია. ამ ფაქტმა ლიზასა და ირაკლის გულშემატკივრებს არაერთი კითხვა გაუჩინა, წერდნენ, რომ წყვილი ფარულად დაინიშნა, თუმცა ეს ინფორმაცია არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია.
ლიზამ და ირაკლიმ საკუთარი ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინა გაასაჯაროეს, რასაც საზოგადოების მხრიდან გაოცება და აღფრთოვანება მოჰყვა. როგორც ირაკლი მაქაცარია „ინსტაგრამსთორიში“ წერდა, ისინი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ერთად არიან. წყვილს შორის სხვაობა კი 17 წელია.
ირაკლისა და ლიზას ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ძალიან უხდებით ერთმანეთს“, „ძალიან მაგარი წყვილი ხართ, მარადიულად ბედნიერები იყავით“, „ძალიან თბილები და საყვარლები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.