სელებრითები

"მერე რა, რომ ვიღაცისთვის იდეალური არ ვარ; მერე რა, რომ ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები?!" - თიკა ჯამბურიას მიმართვა

"მერე რა, რომ ვიღაცისთვის იდეალური არ ვარ; მერე რა, რომ ცელულიტები მაქვს ან ზედმეტი კილოგრამები?!" - თიკა ჯამბურიას მიმართვა
თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს გამომწერებს და საკუთარ აზრს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით დაუფარავად გამოხატავს. სწორედ საკუთარი თავის მიმღებლობის შესახებ წერს მომღერალი ბოლო პოსტში, სადაც გოგონებს მოუწოდებს, რომ შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.



„საიდან იწყება ჰარმონიულო ცხოვრება? ზუსტად იმ მომენტიდან, როდესაც საკუთარ თავს შეხედავ და მიხვდები, რომ ის საუკეთესოა საუკეთესოთა შორის ... ერთადერთი და განუმეორებელი.... მერე რა, რომ ვიღაცისთვის მე იდეალური არ ვარ, მერე რა, რომ მე ცელულიტები მაქვს
ან ზედმეტი კილოგრამები (ესეც ვიღაცისთვის) ჩემი სხეულის მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მან მე ამ დრომდე გამიკეთა და, რაც მთავარია, მაჩუქა ულამაზესი შვილი .... მოკლედ, გოგოებო, მოიშორეთ ზედმეტი დარდი, არავინ არ არის იდეალური, ყველა ინდივიდუალურია და უბრალოდ ისიამოვნეთ და იამაყეთ საკუთარი თავით“ - წერს თიკა ჯამბურია.



მომღერალს ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.


თიკა ჯამბურიამ ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში იქორწინა, თუმცა მისი და ბექა ხოფერიას კავშირი მალევე დასრულდა. მათ ერთი შვილი, ნინა ჰყავთ: "20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში დაიბადა ნინა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი 40 წლისაც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი, ვუფრთხილდებოდი" - აღნიშნავდა თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.


ბეჭდვა
e87a93