მომღერალი ჯენიფერ ლოპესი 52 წლის გახდა და დაბადების დღე ბენ აფლეკთან ერთად იახტაზე აღნიშნა. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს,
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა თავიანთი ურთიერთობა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურეს - მომღერალმა "ინსტაგრამზე" ბენთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა.
"52… რას ვიზამ… " - წერს ლოპესი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯენის პირადი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ალექს როდრიგესს დაშორდა, მალევე მის ცხოვრებაში ისევ ბენ აფლეკი გამოჩნდა, რომელზეც 2002-2004 წლებში იყო დანიშნული.

ჯენიფერს ბენთან შერიგების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა 6 ივლისს, ზეინ ლუს რადოიშოუში საზოგადოებას თავისი ემოციები გაუზიარა.

“მე უბედნიერესი ვარ. ვიცი, რომ ადამიანებს ყოველთვის გაუკვირდებათ მსგავსი რაღაცები. კითხულობენ - როგორ? რა ხდება? ნორმალურად ხარ? – მაგრამ ამაზე კარგად ცხოვრებაში თავი არასდროს მიგრძვნია,” - აღნიშნა ჯენიფერმა.