ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მის ფოტოებში ყოველთვის ჩანს ინდივიდუალიზმი, რაც გამომწერებს ყურადღების მიღმა არასდროს რჩებათ.
სწორედ ორიგინალურობის გამო დაიმსახურა დიდი გამოხმაურება ნინა საუბლატის ახალმა ფოტომ, სადაც ის შვილთან, ალექსანდრესთან ერთად პოზირებს: „ასეთი ფოტოებით ჩემი კუმირი გახდით და უფრო მაყვარებთ თავს. როგორ მომწონს თქვენი ინდივიდუალიზმი“, „ნინა, საუკეთესო ხარ“, „ძალიან მომწონს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო. მათ ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავთ.