ჯენიფერ ლოპესმა 52-ე დაბადების დღე ბენ აფლეკთან ერთად სენ-ტროპეზე, იახტაზე გაატარა. სასიამოვნო დღის შემდეგ კი კამერებმა დააფიქსირეს, რომ სუპერვარსკვლავი ახალ ყელსაბამს ატარებს, რომელსაც აქვს წარწერა „Ben”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წყვილი გრძნობებს ამ გზით გამოხატავს. მაისში ბენ აფლეკი გამოჩნდა საათით, რომელსაც ის წლების წინ ჯენიფერ ლოპესის კლიპის, Jenny From the Block-ის გადაღებისას ატარებდა. „რას ფიქრობთ, ბენ აფლეკს აქვს ყუთი, სადაც ჯენიფერთან ურთიერთობის დროს ნაყიდ სამკაულებს ინახავს?“ - დაწერა "ტვიტერზე' ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ამ ხუმრობას სოციალურ ქსელში დიდი მსჯელობა მოჰყვა.
ბენ აფლეკმა მსგავსი ყელსაბამი ანა დე არმასთან ურთიერთობის დროსაც შეიძინა, ხოლო ჯენიფერ ლოპესმა ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული, მოიხსნა საყურე, რომელიც ალექსთან აკავშირებდა.
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის წყვილს გულშემატკივრები „ბენიფერს“ უწოდებენ და მათი დაბრუნებით გამოწვეულ სიხარულს სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავენ. სულ ცოტა ხნის წინ, მომღერლის დაბადების დღეზე გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს კი „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა.