„სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლო“ - ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს დაბადების დღეზე განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა

„სიმტკიცისა და მარადიულობის სიმბოლო“ - ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს დაბადების დღეზე განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა
48 წლის ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესის 52-ე დაბადების დღისთვის ერთ-ერთ ცნობილ საიუველირო სახლთან, Foundrae–სთან ითანამშრომლა და საყვარელი ქალისთვის ექსკლუზიური ყელსაბამი დაამზადებინა. როგორც წყაროები წერდნენ, ბენს არ სურდა ჯენიფერისთვის უბრალოდ ბრჭყვიალა სამკაულის ჩუქება; მას სურდა, რომ მომღერალს თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. სწორედ ამიტომ, ყელსაბამზე მათთან დაკავშირებული სიმბოლოებია დატანალი.

Foundrae-ს კრეატიული დირექტორი ამბობდა, რომ ეს ყელსაბამი ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა. ამასთან, ჯენიფერსა და ბენს მუდმივი განვითარებისა და ზრდისკენ უბიძგებს. ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ ყელსაბამის მნიშვნელობას. ზოგიერთი მათგანი წერს, რომ მედალიონის ფორმა
მდგრადობასა და უწყვეტობას გამოხატავს, დატანილი სიმბოლოები და ჯენიფერის სიმტკიცესა და მის პიროვნულ თვისებებს უსვამს ხაზს.

როგორც ცნობილია, ყელსაბამის ღირებულება, დაახლოებით, 3 000 აშშ დოლარია, ხოლო სამკაული, რომელიც მომღერალმა დაბადების დღეზე მოირგო და ასევე Foundrae-ს დამზადებულია, 650 აშშ დოლარი ღირს. როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესი სამკაულებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რასაც მოწმობს ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ის პაპარაცებმა საყვარელი მამაკაცის ინიციალებით გაფორმებული ყელსაბამით დააფიქსირეს. ამის პარალელურად, ბენ აფლეკმა მოირგო იგივე საათი, რომელიც მას 2002 წელს ჯენიფერთან ურთიერთობის დროს ეკეთა ხოლმე.

ბენ აფლეკის მიერ ჯენიფერისთვის დაბადების დღეზე ნაჩუქარ ყელსაბამს გულშემატკივრები „ბენიფერის“ დაბრუნების სიმბოლოდ განიხილავენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93