სანამ უმცროსი ძმა მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოჯახურ ტრავმებსა და მენტალურ პრობლემებზე, უფროსი ძმა მკაცრად ინარჩუნებს დუმილს. პრინცესა დაიანაზე კი მხოლოდ აღტაცებით საუბრობს ყველა, მხოლოდ ოჯახის ახლო გარემოცვამ იცის მისი ბნელი მხარეებიც და ის შეცდომები, რაც განსაკუთრებით როგორც დედამ, ისე დაუშვა.
ცნობილია, რომ უილიამი არასწორი აღზრდის მსხვერპლია. მას საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ, რის შესახებაც თავად არ საუბრობს. ცოტა ხნის წინ ამოტივტივდა საარქივო ვიდეოჩანაწერი პატარა პრინცისა და მისი დედის. იქ მკაფიოდ ჩანს, რომ დაიანამ უილიამს პირდაპირ მისი თანაკლასელების თვალწინ სცემა.
სამეფო ექსპერტი და კორესპონდენტი ეშლი უოტონი ამბობს, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა უსიამოვნო ამბავი - 7 წლის უილიამმა სცადა, გაკვეთილების შემდეგ დედას გაქცეოდა, რომ იქვე ეზოში ბავშვებთან ეთამაშა. თუმცა დაიანას, რომელიც სულ დაკავებული იყო, ეჩქარებოდა და ბავშვის თავნებობამ გააბრაზა. მაშინვე დაედევნა შვილს, დაახლოებით ას მეტრზე სდია, მერე კი დაიჭირა და საჯდომზე მთელი ძალით დაარტყა. მოულოდნელობისგან, ტკივილისგან და სახალხოდ დამცირებისგან უილიამი ხმამაღლა ატირდა.
განაგრძეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>